09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები საბერძნეთის პარლამენტში კვლავ უშედეგოდ დასრულდა

საპრეზიდენტო არჩევნები საბერძნეთის პარლამენტში კვლავ უშედეგოდ დასრულდა. დეპუტატებმა ქვეყნის პირველი პირის არჩევა მეორე მცდელობითაც ვერ შეძლეს.

ყოფილმა ევროკომისარმა, სტავროს დიმასმა, პრეზიდენტად არჩევისთვის საჭირო 200 ხმის მოპოვება ვერ შეძლო.

არჩევნების მესამე ტური 29 დეკემბრისთვის დაინიშნა. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული ისევ არ გამოვლინდება, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები