09 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
უკრაინა და ნატო - სტოლტენბერგის საგანგებო განცხადება

უკრაინასთან დაკავშირებით ნატოს გენერალური მდივანი სპციალურ განცხადებას ავრცელებს. იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა მას შემდეგ შეძლებს ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შევსებას, რაც ქვეყანაში რეფორმების პროცესი დასრულდება.

ტელეარხ NRK-თვის მიცემულ ინტერვიუში სტოლტენბერგს არ დაუკონკრეტებია, თუ რა დრო დასჭირდება აღნიშნულ პროცესს.

შეგახსნებთ, რომ უკრაინის რადამ გააუქმა ბლოკგარეშე სტატუსი და კურსი ისევ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე აიღო.

პრეზიდენტმა პოროშენკომ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბლოკგარეშე სტატუსმა ვერ შეძლო ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ამავე თემაზე
დღის ამბები