09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
აშშ რუსეთზე ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას არ გამორიცხავს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ხელისუფლება საგარეო პოლიტიკას და მიდგომებს არ შეცვლის, აშშ ახალ ბერკეტებს აამოქმედებს და რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს.

„რუსეთს აქვს არჩევანი - გააგრძელოს თავისი ეკონომიკის ჩიხში შეყვანა, ან შეასრულოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები,” - აცხადებს მარი ჰარფი.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია ნატოს გაფართოების საკითხზე არის უცვლელი. მისი თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კარი ღიაა ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს.

ამავე თემაზე
დღის ამბები