09 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
აშშ-ს მთავარი დიპლომატიური წარმატება 2014 წელს

2014 წლის მთავარ დიპლომატიურ წარმატებად სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიციას მიიჩნევს. უწყების წარმომადგენლის მარი ჰარპის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი მომავალშიც გააძლიერებს რუსეთზე ზეწოლას, თუ ის უკრაინის მიმართ პოლიტიკას არ შეცვლის.

"რუსეთს აქვს არჩევანი - გააგრძელოს თავისი ეკონომიკის ჩიხში შეყვანა, ან შეასრულოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

 ბრიფინგის დროს მარი ჰარფმა ამერიკის მიერ ნატოს გაფართოების მხარდაჭერაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ალიანსის კარი ღიაა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევრო–ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს.

დღის ამბები