09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
ლიტვის და აშშ-ის პრეზიდენტებმა მოსკოვში ჩასვლაზე უარი თქვეს

მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების 70 წლის აღსანიშნავ ღონისძიებას მოსკოვში ლიტვის პრეზიდენტი არ დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ დალია გრიბაუსკაიტეს პრესმდივანი ავრცელებს.

”მიწვევა მიღებულია, მაგრამ პრეზიდენტი მონაწილეობას არ მიიღებს ღონისძიებაში,” - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტეს პრესმდივანმა მოდესტას ნაუდჟიუსმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მეორე მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვში გამგზავრებაზე უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

უცხოური მედიის ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეულია ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები