09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმზე მოსაწვევი კრემლმა მარგველაშვილსაც გამოუგზავნა

ვიდრე ქართველი კუტურის მოღვაწეები სამშობლოზე დაობენ, მოსკოვი ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება. პუტინი მსოფლიოს ლიდერებთან მოსაწვევებს აგზავნის. თუმცა, ამ დროისთვის თანხმობა მოსკოვში სტუმრობაზე მხოლოდ ჩრდილოეთ კორეიდან არის მიღებული.

როგორც აღმოჩნდა, მოსაწვევი თბილისშიც მოვიდა. რუსეთის პრეზიდენტი ზეიმზე ქართველ კოლეგას ეპატიჟება.

„კურიერს“ ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაუდასტურა. ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ ფედერაციის ნოტაში არსებული ხარვეზის გამო ის რუსეთის ფედერაციას უკან დაუბრუნდა. „კურიერის“ ინფორმაციით ხარვეზი გიორგი მარგველაშვილის მამის სახელს ეხებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩასწორებული მიწვევა აღარ მიუღია.

ლავროვის უწყებაში სანდო წყარო ადასტურებს, რომ მიწვევას თბილისი აუცილებლად მიიღებს.

უნდა წავიდეს თუ არა პრემიერი ან პრეზიდენტი რუსეთში, მმართველ გუნდში ამ საკითხზე დღეს ერთიანი პოზიცია აქვთ.  

ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ჩასვლაზე უარი ბარაკ ობამამ უკვე განუცხადა. რუსეთში არც ლიტვის პრეზიდენტი მიდის.

დღის ამბები