09 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
პოროშენკოს განცხადებით, უკრაინაში კვალიფიციური კადრების დეფიციტია

უკრაინის პრეზიდენტის აზრით, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალებით უნდა შეივსოს.

ამის შესახებ პეტრე პოროშენკომ რეფორმების საბჭოსთან შეხვედრაზე განაცხადა. აქვე მან ხაზი გაუსვა უკრაინაში ეროვნული კვალიფიციური კადრების მომზადებასაც, რომლებმაც სახელმწიფო სტრუქტურებში უნდა დაიკავონ ადგილი.

თვის დასაწყისიდან უკრაინაში ახალი მთავრობა დამტკიცდა, სადაც უცხოეთიდან მოწვეული სამი წევრი მუშაობს. მათ შორისაა ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. უკრაინის მთავრობაში კიდევ ერთი ქართველი ყოფილი მაღალჩინოსანი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძეა.

ამავე თემაზე
დღის ამბები