09 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
დეპუტატებზე თავდასხმა კიევში

კიევში, სასტუმრო "კიევთან" ახლოს უცნობმა პირმა უმაღლესი რადას დეპუტატებს ხელყუმბარა ესროლა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, რომლის თანახმად, ყუმბარა ახალგაზრდა მამაკაცმა ისროლა. 

დეპუტატებს შორის იყო უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი პარუბიც. 

"უნიანის" ინფორმაციით, მამაკაცმა ხელყუმბარა მილიციელებს ესროლა, რომლებიც მის დაკავებას შეეცადნენ. დაშავებულია ერთი მილიციელი. 

უკრაინული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა მიმალვა შეძლო.

ამავე თემაზე
დღის ამბები