09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
ოფიციალურ კიევსა და პრორუს სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლა მიმდინარეობს

დღეს ოფიციალურ კიევსა და პრორუს სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი რაუნდი გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს, რომლის თანახმად გუშინ სეპარატისტებმა ოფიციალურ კიევს 146 ტყვე გადასცეს 220 პრორუსი მებრძოლის სანაცვლოდ.  

გათავისუფლებულ სამხედროებს უკვე შეხვდა პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო. ტყვეების სიას გამოცემა აქვეყნებს. 

დღეს კიევისთვის კიდევ 4 სამხედროს გადაცემა იგეგმება.

პარალელურად, უკრაინამ ანექსირებულ ყირიმთან სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა შეწყვიტა. ნახევარკუნძულთან საკრედიტო ბარათებით მომსახურება გაყინა საერთაშორისო საგადასახადო სისტემებმა: ვიზამ და მასტერკარდმაც.

დღის ამბები