09 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ქართველი კანონიერი ქურდები მოსკოვში იკრიბებიან

ყველაზე დიდი შეკრება ე.წ.  ქართველი "კანონიერი ქურდების" მოსკოვში ახალ წლამდე იგეგმება.

როგორც რუსული მედია წერს, ყველაზე ავტორიტეტულმა ქართველმა "კანონიერმა ქურდებმა" რუსეთის დედაქალაქში ჩასვლა უკვე დაიწყეს. ევროპიდან და დსთ-დან ჩასული მსხვილი ავტორიტეტები მონაწილეობას მიიღებენ ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ ე.წ. „კრიმინალური გენერლების“ შეკრებაში.

რუსულ მედიაში ვრცელდება რამდენიმე ქართველი "კანონიერი ქურდის" გვარიც, რომლებიც უკვე მოსკოვში იმყოფებიან. მათ შორის არის დავით სებისკვერაძე, რომელიც წლებია, საბერძნეთში ცხოვრობს და ევროპაში არსებულ მაფიას ხელმძღვანელობს.

შეკრების ინიციატორი ზაქრო კალაშოვია. გავრცელებული ინფორმაციით, შეკრებაზე შიდა კონფლიქტების განხილვას და 2008 წლიდან „ქურდულ ოჯახში“ მიღებული ახალი წევრების საქმიანობაზე მსჯელობას აპირებენ.

ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური შეკრების ზუსტი დრო და თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა, თუ რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები ზომებს არ მიიღებენ და ქართველ კრიმინალებს ხელს არ შეუშლიან, კანონიერი ქურდების ყველაზე მაშტაბური შეკრება ახალ წლამდე მოხდება.

დღის ამბები