09 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ითვლის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წელს აჯამებს. სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე კი უკვე გამოქვეყნდა 2014 წლის მთავარი საგარეო მიღწევები.

რუსეთი ერთ-ერთ მთავარი მიღწევად ოკუპირებულ აფხაზეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას მიიჩნევს.

ლავროვის უწყების ცნობით, მოსკოვი ყველანაირად უწყობდა ხელს ცხინვალსა და აფხაზეთს სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე საერთაშორისო არენაზე პოზიციების გამყარებაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოსთან სხვადასხვა სფეროს მიმართულებით დიალოგის გაგრძელებაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები