09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
უკრაინაში ტყვეები გაცვალეს

პრორუსმა სეპარატისტებმა დღეს კიდევ სამი უკრაინელი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს.

ჯარისკაცებმა ტყვეობაში 120 დღე გაატარეს. დაკავებულების მასშტაბური გაცვლა კი მხარეებს შორის წუხელ შედგა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მათ 150–მდე ჯარისკაცი 220–ზე მეტ პრორუს მებრძოლში გაცვალეს.

გათავისუფლებულ სამხედროებს პრეზიდენტი პეტრე პოროშენკოც შეხვდა. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შემდეგ ანექსირებულ ყირიმთან სარკინიგზო კავშირი ბელარუსმაც შეწყვიტა.

დღის ამბები