09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
AirAsia-ს თვითმფრინავი ინდონეზიის საჰაერო სივრციდან გაუჩნარდა

AirAsia-ს თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიის ქალაქ სურაბაიადან სინგაპურში მიფრინავდა, გაუჩინარდა. ბორტზე 162 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 155 - მგზავრი და ეკიპაჟის - 7 წევრი. მგზავრების უმრავლესობა ინდონეზიელები არიან. თუმცა მათ შორის 1 ფრანგია, 1 - მალაიზიელი, 1 - სინგაპურელი და 3 - სამხრეთ კორეის მოქალაქე. რეისი Airbus 320-200 ტიპის თვითმფრინავით სრულდებოდა.

რეისი ნომრით QZ 8501 სინგაპურში ჩანგის აეროპორტში ადგილობრივი დროით 8 საათსა და 30 წუთზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, AirAsia-ს ბორტმა, ჯაკარტას საჰაერო სივრცის საკონტროლო პუნკტთან კავშირი ადგილობრივი დროით დილის 6 საათსა და 17 წუთზე დაკარგა. კონტაქტის დაკარგვამდე თვითმფრინავი ჯავის ზღვის თავზე იმყოფებოდა, ინდონეზიის ნახევარკუნძულსა და ბორნეოს კუნძულს შორის.

პილოტმა საკონტროლო პუნქტთან უკანასკნელი კავშირისას რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მარშრუტის შეცვლა ითხოვა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი დაიკარგა.

ინდონეზიური AirAsia-ს 49 პროცენტის მფლობელი მალაიზიური კომპანია AirAsia-ა. ეს აზიური ავიაციისთვის წელს პირველი უბედური შემთხვევა არ არის.

კომპანია მალაიზიის ავიახაზებმა (Malayzsian Airlines) წელს 2 თვითმფრინავი დაკარგა.

2014 წლის 8 მარტს მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი გაუჩინარდა. რეისი MH370 კუალა ლუმპურიდან პეკინში მიემართებოდა. ბორტზე 239 მგზავრი იმყოფებოდა.

17 ივლისს კი მალაიზიის ავიახაზების რეისი MH17 უკრაინაში ჩამოაგდეს. შემთხვევას 298 ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები