09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ინდონეზიას გამქრალი თვითმფრინავის ძებნაში მალაიზია და სინგაპური ეხმარებიან

AirAsia-ს თვითმფრინავის სამძებრო პროცესში მალაიზია და სინგაპურიც ჩაერთო. ინდონეზიამ მეზობელი ქვეყნების შეთავაზებას დახმარების შესახებ, დათანხმდა.

ინდონეზიის სანაპიროსთან მასშტაბური სამაშველო ოპერაცია იწყება. გაუჩინარებული მალაიზიური ლაინერის ძებნაში სანაპირო დაცვა და ავიაცია ერთვება.

ტრანსპორტის მინისტრი ადასტურებს რომ Air Asias-ს თვითმფრინავი Airbus 320, რომლის ბორტზეც 162 ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა, თუმცა საუბარი, რომ ლაინერი ზღვაში ჩავარდა და ყველა მგზავრი დაიღუპა, მინისტრს ნაადრევად მიაჩნია. 

AirAsia-ს თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიის ქალაქ სურაბაიადან სინგაპურში მიფრინავდა, დღეს 28 დეკემბერს გამთენიისას გაუჩინარდა. ბორტზე 162 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 155 - მგზავრი და ეკიპაჟის - 7 წევრი.

სავარაუდოდ ლაინერმა ტურბულენტური ზონისთვის გვერდის ავლა სცადა. გაუჩინარებამდე პილოტებმა დისპეჩერებს მარშრუტის შეცვლა სთხოვეს. განიხილება ორი ვერსია, უამინდობა და საწვავის უკმარისობა. ეს მალაზიური ლაინერის უკვე მეორე მსგავსი კატასტროფაა. 

სამძებრო პროცესის პარალელურად ბორტზე მყოფი მგზავრების ახლობლები დაკარგულების შესახებ სუარაბიას აეროპორტში ახალ ამბებს ელოდებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები