09 ოქტომბერი 2024,   16:23
ვრცლად
საბერძნეთის სანაპიროზე იტალიურ სამგზავრო ბორანს ცეცხლი გაუჩნდა

მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს საბერძნეთის სანაპიროზე. იტალიური ტურისტული კომპანიის სამგზავრო ბორანს, რომელსაც 466 ადამიანი საბერძნეთიდან იტალიაში გადაჰყავდა, ზღვაში ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძარი საბარგულის ნაწილში გაჩნდა. ინცინდენტის დროს ბორანი კუნძულ ოტონიდან 40 კილომეტრში იმყოფებოდა. ეკიპაჟმა მგზავრების ევაკუაცია დაიწყო, თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით სამაშველო ნავებში ადგილების უკმარისობაა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები და ვერტმფრენები გაიგზავნა.

დღის ამბები