09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
უკრაინის მოსახლეობის 46% მთავრობაში უცხოელი კადრების დანიშვნას იწონებს

უკრაინის მოქალაქეების თითქმის 46პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის მთავრობაში უცხოეთის მოქალაქეების დანიშვნის გადაწყვეტილებას. ასეთია კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის შედეგი.

განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა მთავრობის უცხოელ წევრებს ქვეყნის დასავლეთში აქვთ, სადაც მათ ყოფნას ხელისუფლებაში მოქალაქეების თითქმის 63 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო დონეცკის მხარეში მხოლოდ 20%.

ამჟამად უკრაინის მთავრობაში უცხოეთის სამი მოქალაქეა. მათ შორის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი.

დღის ამბები