09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
საფრანგეთსა და გერმანიას დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა

ოცამდე ავიარეისი გადაიდო უამინდობის გამო გერმანიის ყველაზე დიდ აეროპორტში. ათასობით მგზავრმა ღამე ფრანკფურტის აეროპორტში გაათენა. დიდთოვლობა ქვეყანაში სამთო-სათხილამურო სეზონს დაემთხვა და დასვენების მსურველები გზებზეც შეაფერხა.

იმავე მიზეზით, საფრანგეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში განგაშია გამოცხადებული. დიდთოვლობამ გალიბიერის უღელტეხილთან ავტომობილების გრძელი რიგები გამოიწვია და შედეგად, სათხილამურო კურორტებისკენ მიმავალი რამდენიმე სამანქანო გზა ჩაიკეტა.

საფრანგეთის ხელისუფლებამ გზებზე დარჩენილი მგზავრებისთვის 83 საგანგებო თავშესაფარი მოაწყო.

დღის ამბები