09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
AirAsia-ს კუთვნილი თვითმფრინავის ძებნა კვლავ გადაიდო

კომპანია AirAsia-ს კუთვნილი ლაინერის ძებნა ამ დროისთვის დასრულებულია. სამძებრო ოპერაცია ხვალ დილიდან განახლდება და მისი არეალი გაფართოვდება.

ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი იავის ზღვის ფსკერზეა. კატასტრფოფის სავარაუდო ადგილას დღეს საწვავის ორი ლაქა შენიშნეს. თუმცა უკავშირდება თუ არა ის მომხდარს, ჯერ დაუდგენელია.

Airbus 320, რომლის ბორტზეც 162 ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გუშინ, გამთენიისას გაუჩინარდა. თვითმფრინავი რეისს ინდონეზიის ქალაქ სურა-ბაიდან სინგაპურის მიმართულებით ასრულებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები