09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
ლონდონის Gatwick აეროპორტში დღეს განგაში იყო გამოცხადებული

ლონდონის Gatwick აეროპორტში დღეს განგაში იყო გამოცხადებული. ბრიტანული ავიაკომპანიის "ვირჯინ ატლანტიკის" კუთვნილი ბოინგი გაუმართავი ძრავით ავარიულად დაეშვა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმფრინავი ლონდონიდან ლას ვეგასში მიფრინავდა, თუმცა აფრენიდან რამდენიმე წუთში ძრავას პრობლემები შეექმნა. ეკიპაჟმა რეისი შეწყვიტა და ქალაქს რამდენიმე წრე დაარტყა. საწვავის დახარჯვის შემდეგ კი ბოინგი Gatwick აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.

დღის ამბები