09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
საახალწლოდ ამერიკელები ცუდი მოგონებებისგან თავისუფლდებიან

ტრადიციისამებრ ახალი წლის დადგომამდე ნიუ იორკელები იმ ნივთებს ანადგურებენ, რომლებიც წინა წლის უსიამოვნო მომენტებთან აკავშირებთ, ასევე წარსულს ატანენ ფურცლებზე დაწერილ მოგონებებსაც. ამ ფორმით ამერიკელები ცუდი მოგონებებისგან თავისუფლდებიან.

პარალელურად თაიმ სკვერზე ახალი წლის შესახვედრადაც აქტიურად ემზადებიან. თითქმის დასრულებულია გიგანტური ბროლის ბურთის მონტაჟი, რომელსაც 31 დეკემბრის ღამეს დაუშვებენ. ეს ტრადიცია ნიუ–იორკში 1907 წლიდან არსებობს.

დღის ამბები