09 ოქტომბერი 2024,   16:23
ვრცლად
ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ გაჩენილ ხანძარს 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ბორან "ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილ ხანძარს ბოლო მონაცემებით ათამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიმდინარეობს მათი ვინაობის დადგენა. პარალელურად, დაკარგულად ითვლება 41 ადამიანი, რის გამოც იტალიური ვერტმფრენების დახმარებით ადრიატიკის ზღვის თავზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

36 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ დანარჩენი 427 მგზავრი მაშველებმა იტალიისა და საბერძნეთის ტერიტორიებზე გადაიყვანეს. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ამ დრომდე უცნობია, იტალიის ხელისუფლება ალბანეთის მთავრობისგან ელის ნებართვას გემის გამოყვანის თაობაზე, რადგან ინციდენტი ალბანეთის ტერიტორიულ წყლებში მოხდა. ტრაგედიას უკვე გამოეხმაურნენ იტალიისა და საბერძნეთის პრემიერმინისტრები.

ამავე თემაზე
დღის ამბები