09 ოქტომბერი 2024,   16:20
ვრცლად
AirAsia-ს დაკარგული თვითმფრინავის ძებნა განახლდა

ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია 2 დღის წინ დაკარგული AirAsia-ს თვითმფრინავის შესახებ.  

Airbus 320-ის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა, გაფართოვდა ძებნის არეალიც. თვითმფრინავს სავარაუდო ტრაექტორიის გარდა კიდევ 4-ხ ახალ ტერიტორიაზე ეძებენ.

მალაიზიის, ავსტრალიისა და სინგაპურის შემდეგ სამძებრო სამუშაოებში ჩართვის სურვილი გამოთქვა ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ. ინდონეზიამ სამძებრო სამუშაოებში ტექნიკური დახმარებისთვის საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს მიმართა. პარალელურად, კომპანია AirAsia-მ რომელიც დაკარგული ავია-ლაინერის მფლობელია, 162 მგზავრის ოჯახის წევრებს კომპენსაცია შესთავაზა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები