09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
„ის, რაც პუტინმა გააკეთა, არც ისე ჭკვიანური იყო,” - ბარაკ ობამა

ბარაკ ობამამ ნაციონალურ საზოგადოებრივ რადიოს 2014 წლის ბოლოს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შიდა და საერთაშორისო პოლიტიკაზე ილაპარაკა.

ობამას თქმით, შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ მსოფლოს დაანახვა, რომ პუტინი არც ისე ჭკვიანია. მისი თქმით, დასავლეთის სანქციები ისე იყო გათვლილი, რომ მოსკოვი ნავთობის ფასზე ყოფილიყო დამოკიდებული.

შიდა პოლიტიკურ გამოწვევებზე კი ობამამ განაცხადა, რომ მზად არის რესპუბლიკელებთან მიგრაციის შესახებ ცვლილებებზე იმუშაოს, ხოლო შეერთებული შტატების ლიდერობა მსოფლოს ახლა განსაკუთრებით სჭირდება.

„სამი-ოთხი თვის წინ ვაშინგტონში ყველა დარწმუნებული იყო, რომ პუტინი გენიოსია, რომ მან ჭკუით გვაჯობა და რუსეთის ძალაუფლების გაფართოება მოახერხა. მე მაშინ ვთქვი, რომ არ გვინდოდა რუსეთთან ომი და ამის სანაცვლოდ შეგვეძლო მოგვეხდინა მასზე ზეწოლა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მიერ კიდევ ერთი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის გამო. დღეს კი ხალხი უკვე ფიქრობს, რომ ის, რაც პუტინმა გააკეთა, არც ისე ჭკვიანური ნაბიჯი იყო," - განაცხადა ობამამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები