09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დამნაშავედ სცნეს

მოსკოვის სასამართლომ გავლენიან ოპოზიციონერს განაჩენი გამოუტანა. ალექსეი ნავალნის "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელი – 3 წელიწადნახევარი მიუსაჯეს.

სასამართლომ განაჩენი ამავე საქმეზე ოპოზიციონერის ძმასაც გამოუტანა, თუმცა სამ წელიწადნახევარს ოლეგ ნავალნი ციხეში გაატარებს. მოსკოვის მერობის ყოფილ კანდიდატს 5 მილიონამდე რუბლის ჯარიმის გადახდაც დააკისრა.

ალექსეი ნავალნის და მის ძმას ბრალად ედებათ კომპანია "ივ როშეს" თანხების მითვისება, თავად ოპოზიციონერი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.

დღის ამბები