09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
AirAsia-ს თვითმფრინავის ძებნისას ზღვიდან მაშველებმა 40 ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა იავის ზღვაში ორმოცი დაღუპულის ცხედარი იპოვეს და ამოიყვანეს. „ეარაზიას” თვითმფრინავის ავიაკატასტროფა უკვე დადასტურებულია. გვამები სამაშველო ოპერაციის ერთ-ერთ ზონაში - ინდონეზიის წყლებში შენიშნეს. 

ინდონეზიის მთავრობის წარმომადგენლები უკვე დილითვე აცხადებდნენ, რომ 95%-ით უკვე დადასტურებული იყო, რომ ცხედრები და ნამსხვრევები, რომელიც ვერტმფრენებიდან შენიშნეს, ნამდვილად ორი დღის წინ გაუჩინარებული „ეარაზიის” თვითმფრინავის ნაწილებია.

„ეარბას 320,” რომელიც ინდონეზიიდან სინგაპურში მიფრინავდა, კვირას გაუჩინარდა. მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები არ შეჩერებულა.

ბოლო ინფორმაციით, ინდონეზიის მთავრობაში საგანგებო პრესკონფერენცია დაიგეგმა. მგზავრთა ახლობლების ნაწილს კი ოფიციალურმა პირებმა უკვე მიუსამძიმრეს ოჯახის წევრთა ტრაგიკული დაღუპვის გამო.

ამავე თემაზე
დღის ამბები