09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
რუსეთი სამხედრო დოქტრინაში NATO-ს მთავარ საფრთხედ ასახელებს

რუსეთი მთავარ საფრთხედ ნატო-ს ასახელებს – ამის შესახებ საუბარია ახალ სამხედრო დიქტრინაში, რომლის ტექსტიც "როსიისკაია გაზეტამ" დაბეჭდა.

დოკუმენტი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით გასულ კვირას შევიდა ძალაში. მასში ძირითადად იმ გამოწვევებზეა საუბარი, რომელიც რუსეთის შეფასებით, დღეს თავამედროვე მსოფლიოში არსებობს. ახალი დოქტრინის თანახმად, ნომერ პირველ საგარეო საფრთხედ ქვეყნის საზღვრებთან ნატოს ძალების მობილიზება და სამხედრო ინფრაქტრუქტურის მიახლოება სახელდება.

დოკუმენტში სამ ადგილასაა ნახსენებია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ახალი დოქტრინის თანახმად რუსეთის ამოცანად მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთობლივი უზრუნველყოფა რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები