09 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
მოსკოვის პოლიციამ ასზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების დაკავება მოსკოვის ცენტრში დილამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის 100-ზე მეტი დემონსტრანტია დაპატიმრებული. ისინი პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს. თანხების მითვისების ბრალდებით გასამართლებული ოპოზიციონერის მხარდამჭერები მანეჟის მოედანზე გუშინ საღამოს შეიკრიბნენ.

აქციაზე თავად ალექსეი ნავალნიც მივიდა, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააპატიმრა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა მხარდამჭერთა დაკავებებიც დაიწყეს. ალექსეი ნავალნის ივ როშეს საქმეზე პირობითი სასჯელი – სამნახევარი წელი მიუსაჯეს. სასჯელის ანალოგიური ზომა შეუფარდეს მის ძმასაც, თუმცა ოლეგ ნავალნი სამ წელიწად ნახევარს ციხეში გაატარებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები