20 მაისი 2024,   00:26
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციას თინა ბოკუჩავა უხელმძღვანელებს

ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციას თინა ბოკუჩავა უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ორგანიზაციის 600-მდე დელეგატმა ერთხმად მიიღო. დღესვე ქალთა ორგანიზაციის ყრილობაზე მმართველი საბჭოს 15 წევრი აირჩიეს. 

„ქალებთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

მათ სიტყვით ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელმა, მიხეილ სააკაშვილმა, მიმართა. სააკაშვილმა პარტიის სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრა.

დღის ამბები