20 მაისი 2024,   00:27
ვრცლად
ციანიდის საქმე - კურიერის ინფორმაციით, ბრალის დადგენილებაში პროკურორებს მოტივად მითითებული აქვთ, რომ დეკანოზს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა კარიერული წინსვლისთვის სჭირდებოდა

დადგენილება, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, 11 თებერვლითაა დათარიღებული. კურიერის ინფორმაციით, ბრალის დადგენილებაში პროკურორებს მოტივად მითითებული აქვთ, რომ დეკანოზს პატრიარქის მდივან-რეფერანტის მკვლელობა კარიერული წინსვლისთვის სჭირდებოდა.

თვეზე მეტია, დეკანოზი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაშია მოთავსებული. ის ბრალს არ აღიარებს, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და პროკურატურას ოჯახის უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს. მისი ინტერესების დამცველების მტკიცებით, ბრალდებულმა პროკურორებს ჩვენება მისცა, რომელიც 30 თაბახის ფურცელზეა დაბეჭდილი.

გასულ კვირას დეკანოზს გამოძიება 8 საათის განმავლობაში კითხავდა. მომდევნო ორი დღე კი ბრალდებულმა დამატებით კითხვებს არ უპასუხა და კვლავ ოჯახის უსაფრთხოება ითხოვა.

დეკანოზი კატეგორიულად უარყოფს ციანიდის შეძენას და გერმანიაში წაღების მცდელობას, თუმცა მისი ადვოკატი კურიერს უყვება, რომ დაკავებიდან 6 საათის შემდეგ ჩანთიდან ბრალდებულისთვის უცნობი ნივთი პროკურორებმა ამოიღეს. 

დღის ამბები