20 მაისი 2024,   00:28
ვრცლად
მათე მოტორსის მფლობელი, ბიზნესმენი გელა ბარკალაია, დააკავეს

მძიმე და ხმაურიანი ბრალდებით მათე მოტორსის მფლობელი, ბიზნესმენი გელა ბარკალაია დააკავეს. მათე მოტორსის მფლობელს, გელა ბარკალაიას, ბრალი ორი მძიმე მუხლით აქვს წარდგენილი. სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის მძევლად ჩაგდებას, ამ მუხლის მეორე ნაწილი კი ქმედებას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის.

კიდევ ერთი არანაკლებ მძიმე მუხლი, რასაც ბარკალაიას ედავებიან, 157-ე მუხლია, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მტკიცებულებები და ბარკალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

კურიერის ინფორმაციით კი, თავად ბარკალაია მომხდარს მისი ბიზნესით დაინტერესებას უკავშირებს, რადგან ბრალდებაში ოფიციალურად საუბარია 2014 წელს პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე, სადაც ჩვენთვის უცნობი ქალი მათე მოტორსის დირექტორს წამებისა და შანტაჟისთვის უჩიოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, საქმეში სხვა დაზარალებულებიც არსებობდნენ. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებმა ჩაატარეს ოპერატიული ღონისძიებები, რის საფუძველზეც მოხდა ბარკალაიას დაკავება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ბიზნესმენს ადვოკატი ორშაბათს მოინახულებს და მისი პოზიციაც ამ დღეს გახდება ცნობილი.

დღის ამბები