20 მაისი 2024,   00:17
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" პრობლემა არის ძალიან სერიოზული - ლაშა ტუღუში

ფონდ ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. არასამთავრობოთა ნაწილს და მედიის წარმომადგენლებს დღეს პრემიერ-მინისტრი შეხვდა, სადაც მედიაში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის რუსთავი 2-ის საკითხზეც იმსჯელეს.

კურიერის ეთერში ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, რომ მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შემდეგ საერთაშორისო მედია ექსპერტები ქვეყანას არსებული პრობლემის გადაჭრის გზების პოვნაში დაეხმარებიან.

„ვთხოვოთ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს და ასევე მათ წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ყველაზე მაღალი კლასის წარმომადგენლებს, ჩამოვიდნენ და გვითხრან თუ რა გვჭირს, რა გვჭირდება ჩვენ, როგორ შეიძლება ის პრობლემები, რომელიც ჩვენი შეხედულებებით არსებობს და სერიოზული პრობლემები არსებობს, როგორ შეიძლება ეს დავძლიოთ,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ლაშა ტუღუში ხელისუფლებას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკის შეცვლას სთხოვს, რადგან მისი აზრით, ამას სერიოზული კრიზისის მოტანა შეუძლია.

„მე ვეთანხმები რომ რუსთავი 2-ის პრობლემა არის ძალიან სერიოზული და ძალიან ღრმა, სერიოზული კრიზისის ბიძგის მიმცემი პრობლემა. მე ვურჩევდი აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ შეცვალოს პოლიტიკა, რაც მას ჰქონდა რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ვინაიდან, ნებისმიერ დაკარგული საათი, წუთი თუ ისინი არ შეცვლიან გარკვეულ მიდგომებს მუშაობს ყველას წინააღმდეგ,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები