19 მაისი 2024,   23:55
ვრცლად
„პრობლემა არის იმაში, რომ ხელისუფლება დაესხა თავს კრიტიკულ მედიას,“ - ელენე ხოშტარია

„პრობლემა არის იმაში, რომ ხელისუფლება დაესხა თავს კრიტიკულ მედიას,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ კურიერის პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-ის შესახებ საუბრისას გააკეთა.

„ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს ისაუბროს დავარცხნილი ტექსტებით, ეტყობათ ძალიან სერიოზული პანიკა. პრობლემა არის იმაში, რომ ხელისუფლება დაესხა თავს კრიტიკულ მედიას. დღეს მედია დასაცავია პირველ რიგში ხელისუფლებისგან და მეტი არავისგან,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ შექმნილმა სიტუაციამ დააზარალა ქვეყანა და საქართველო გადავიდა ქვეყნების რიგში, „სადაც შიგნით რესურსი ადმიანის უფლებების დაცვის, კრიტიკული აზრის დაცვის აღარ არსებობს და ჩვენ გვიწევს ამ უფლების უკვე ქვეყნის გარეთ.“

„სტრასბურგმა ძალიან კარგად იცის, რომ აქ არის სწორედ ხელისუფლების ბრალი და ამაზე საუბრობს სტრასბურგი, იმიტომ შეაჩერა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარია პრემიერის ინიციატივას მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე, კომიკური ინიციატივად აფასებს.

„ქვეყანაში არის ხელისუფლებისგან მედიის დევნის პრობლემა და არა ზოგადად მედიის პრობლემა, რომელზეც ომბუდსმენი ისაუბრებს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

დღის ამბები