20 მაისი 2024,   00:56
ვრცლად
„დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ აცნობიერებს დასავლეთი ერთხმად, რომ საქართველო იქცევა არადემოკრატიულ ქვეყნად," - ზაზა ბიბილაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.

„დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ აცნობიერებს დასავლეთი ერთხმად, რომ საქართველო იქცევა არადემოკრატიულ ქვეყნად. ჩვენ ვეძახით ამას არაფორმალურ მმართველობას, მაგრამ რეალურად ეს სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის დიქტატურის დამყარება,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილი დღეს პრემიერის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასაც ეხმაურება, რომელიც მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას ეხება. ინიციატივას ზაზა ბიბილაშვილი "ცინიზმს" უწოდებს.

„ის რაც მოხდა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, იყო დანაშაული და ის რაც დღეს გააკეთა პრემიერმა, რომ მედია ომბუდსმენის დანიშვნა შემოგვთავაზა, ეს არის ცინიზმი, ანუ დანაშაული კიდევ უფრო დაამძიმეს. მათი ხელიდან მედია არის მკვდარი, სასამართლო არის მკვდარი,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

 

დღის ამბები