20 მაისი 2024,   00:26
ვრცლად
არ ვთვლი, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან რაიმე ტიპის ქიშპობას თუნდაც ოდესმე ჰქონია სახე - გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ირაკლი კობახიძის მოწოდებას პრეზიდენტის მიმართ, თავის შეკავების შესახებ, "ემოციურ გამოსვლად" აფასებს. 

„სამწუხაროდ, თუნდაც ემოციურ ფონზე, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის და ფუნქციონირების რეალური მიზანი იყო ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის, პრეზიდენტი მარგველაშვილთან მიმართებაში მისაღები გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებები, როგორც ეს ჯერ კიდევ საკონსტიტუციო კომისიის შექმნამდე იქნა დაანონსებული უმრავლესობის ლიდერების მხრიდან,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო პროცესი არ უნდა უკავშირდებოდეს ერთ პოლიტიკოსს, ისევე როგორც არ უნდა ერგებოდეს ერთი პოლიტიკოსის განცხადებებს, ინტერესებს.

„მე არ ვთვლი, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან რაიმე ტიპის ქიშპობას თუნდაც ოდესმე ჰქონია სახე, პირიქით, უბრალოდ, ყოველთვის არაერთი ტიპის უსაგნო დისკუსია იქნა შემოთავაზებული ჩვენთან რაზე პასუხი არ გაგვიცია. ჩვენი მხრიდან მუდმივად იყო აქცენტი გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილიყო ქვეყანაში განხორციელებული რეალური რეფორმები,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

დღის ამბები