20 მაისი 2024,   00:17
ვრცლად
ფსიქოტროპული პრეპარატების შესაძლო შემოტანა და 2 კომპანიის ლობირება - წამლის სააგენტოს ხელმძღვანელი დაკავებულია

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დაკავებულია- გავრცელებული ინფორმაციით დავით მაჭარაშვილს 2 კომპანიის ლობირებასა და ქვეყანაში დაშვებულზე მეტი რაოდენობის ფსიქოტროპული პრეპარატების შემოტანას ედავებიან.

ადვოკატისთვის გაუგებარია რამდენიმე თვის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში რატომ მოხდა ბრალდებულის დაკავება ახლა და რა გახდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ორ თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების რეალური მიზეზი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წამლის სააგენტოს ხელმძღვანელის ბრალთან დაკავშირებით მხოლოდ წერილობითი განცხადება გაავრცელა.

მიმართვა გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომაც. უწყების პრესსპიკერის განცხადებით, სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობს.

ფსიქოტროპული მედიკამენტებში გაყიდვის კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ პოლიტიკურ გაერთიანება გირჩში.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები