20 მაისი 2024,   02:57
ვრცლად
პარიზში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საბერძნეთის მემარცხენე რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო

პარიზში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საბერძნეთის მემარცხენე რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო. აფეთქება საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ-ბინაში მოხდა. ოფისის მისამართზე მიღებული ამანათი ერთ-ერთმა თანამშრომელმა გახსნა, რასაც აფეთქება მოჰყვა. შედეგად ერთი ქალი დაშავდა, რომელსაც სახეზე ჭრილობები აღენიშნება.

მომხდარის შემდეგ შენობიდან 150-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. თავდასხმას პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება იძიებს.

დღის ამბები