20 მაისი 2024,   02:14
ვრცლად
პრეზიდენტის არჩევის წესის წართმევა ქართველი ხალხისთვის ჩვენი უფლებების შეზღუდვაა - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი, მმართველ გუნდს პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის მცდელობის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ქართული ოცნება მოსახლეობას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას ართმევს.

„პრეზიდენტის არჩევის წესის წართმევა ქართველი ხალხისთვის არის ჩვენი უფლებების შეზღუდვა,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

კურიერის ეთერში სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა დამბალანსებლის როლი უნდა ითამაშოს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღეს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის დამტკიცების მცდელობა, კონკრეტული პირის წინააღმდეგ არის მიმართული.

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში დეპუტატების პროპორციულ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით არასამთავრობოების მოსაზრებას იზიარებენ.

„ბევრად უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ გადანაწილება მოხდეს პროპორციულად ყველა პარტიაზე მათი მიღებული ხმების შესაბამისად,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილს ხმალაძის ინიციატივა საინტერესოდ მიაჩნია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი საზოგადოებრივმა ჯგუფმა და პარლამენტმა ერთად უნდა აირჩიოს. თუმცა, ამ ეტაპზე, მისი თქმით, პრეზიდენტი საზოგადოების მიერ უნდა იყოს არჩეული.  

დღის ამბები