20 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
ზუგდიდის ცენტრში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს" ოფისი დააყაჩაღეს

ციტახნის წინ ზუგდიდის ცენტრში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს ოფისი დააყაჩაღეს. შეიარაღებულმა პირმა მოლარეს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 7 ათას ლარამდე გასტაცა. თვდამსხმელი მოლარეს მომხმარებლად გაეცნო, რის გამოც თანამშრომლებს განგაშის ღილაკი არ გამოუყენებიათ.

შემთხვევის ადგილიდან დამყაჩაღებელი მიიმალა და სავარაუდოდ, მას ობიექტის გარეთ თანამზრახველი ელოდებოდა.

ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღის ამბები