20 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
მთავრობამ 2017-2020 წლების ახალი სტრატეგია დაამტკიცა

მთავრობამ 2017-2020 წლების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგიაში განვითარების სამი ძირითადი მიმართულებაა გამოყოფილი - ეკონომიკა, სოციალური საკითხები და გარემოს დაცვა.

სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის დახმარებით და გაეროს განვითარების პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დაფუძნდა.

სოფლის განვითარებისთვის მხოლოდ 2017 წელს 180 მილიონია გამოყოფილი.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თანამშრომლობის სარგებელი ხალხთან ახლოს მივიტანოთ. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის სფერო, რომელშიც დიდი შესაძლებლობები გვაქვს. ვხედავთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ძალიან ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ სტრატეგია დავამტკიცეთ და ახლა მის პრაქტიკულ იმპლემენტაციას ვიწყებთ,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.

დღის ამბები