20 მაისი 2024,   02:57
ვრცლად
ლელა ტალიური პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნების მომხრეა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ლელა ტალიური პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნებას მხარს უჭერს, რადგან ამ შემთხვევაში, მისი განმარტებით, პირველ პირს მაღალი ლეგიტიმაცია და ნდობა გააჩნია.

„იმ ქვეყნებშიც კი, სადაც საპარლამენტო მოდელებია და პრეზიდენტს აქვს შეზღუდული უფლებამოსილებები, მაინც დარჩენილია პირდაპირი არჩევის წესი, ანუ მოსახლეობას არ აქვს წართმეული უფლება, რომ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი აირჩიოს,“ - აცხადებს ლელა ტალიური.

კურიერის ეთერში ლელა ტალიური ვახტანგ ხმალაძის ინიციატივასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც მოსახლეობა პრეზიდენტს ვერ აირჩევს. მაგრამ აღნიშნავს, რომ თუ მაინც არაპირდაპირი არჩევნები იქნება, მაშინ ღირს ამ ინიციატივის განხილვა, რადგან უმჯობესია, მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ არ აირჩიოს პრეზიდენტი.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება კარგი იქნებოდა, ისევე როგორც პროპორციული საარჩევნო სისტემით პარლამენტის არჩევნების ჩატარება. 

„დღეს არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩევლის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში და სხვაობა პარტიის მიერ მიღებულ მანდატებსა და მის მიერ მოპოვებულ მანდატებს შორის არ არის დაცულ. ეს სხვაობა ამ მოდელით, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, იქნება შენარჩუნებული და მიგვაჩნია, რომ ეს დათქმა მანდატების გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით არ არის მისაღები. ალბათ, უფრო გონივრული იქნებოდა, რომ სამართლიანობისთვის გაუნაწილებელი მანდატებიც სხვადასხვა პარტიაზე გადანაწილებულიყო,“ - აცხადებს ლელა ტალიური. 

ამავე თემაზე
დღის ამბები