20 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
არეულობა ბათუმში - არასამთავრობოები მხარეებს წინასწარი დასკვნებისგან თავის შეკავებას ურჩევენ

ბათუმის არეულობის გამოძიების დასრულებას ელოდება მესამე სექტორი, რომელიც ყველა მხარეს მოუწოდებს წინასწარი დასკვნებისგან და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დადანაშაულებისგან თავი შეიკავონ.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში 11 მარტს მომხდარ მოვლენებზე გამოძიება მიმდინარეობს, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები ამ თემაზე უკვე გადაჭრით საუბრობენ.

საპარლამენტო უმრავლესობა აღმასრულებელი ხელისუფლების მოსაზრებებს იზიარებს. ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ ბათუმში მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა აიღოს.

ნაციონალურ მოძრაობაში ქართულ ოცნებას გამოძიების დასრულებამდე განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევენ და ამბობენ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მათი პირდაპირი დადანაშაულება, საგამოძიებო უწყებებისთვის მითითების მიცემის მცდელობაა.

გამოძიების დასრულებას ურჩევს ხელისუფლებას საპარლამენტო უმცირესობაც. არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები