20 მაისი 2024,   02:36
ვრცლად
საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს

ქვეყნის პირველი პირი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის შესახებ კატეგორიულად ეწინააღმდეგება. უმრავლესობა ქვეყნის პირველი პირის არაპირდაპირი წესით არჩევას და ამ უფლების პარლამენტისთვის გადაცემას, 2023 წლიდან აპირებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირის უფლებამოსილებები საკონსტიტუციო კომისიასთან ერთად, საყოველთაო მსჯელობის საგანიც უნდა იყოს. საკონსტიტუციო კომისიამ დღეს არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის წესზე იმსჯელა.

სხდომაზე ინიციატივა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ წარადგინა.

ნაციონალური მოძრაობა მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს. ევროპულ საქართველოში მიიჩნევენ, რომ არაფორმალური მმართველობის პირობებში, პრეზიდენტი არა დეპუტატებმა, არამედ ამომრჩევლებმა უნდა აირჩიონ.

სხდომაზე მსჯელობა დღეს პრეზიდენტის ასაკსა და პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებითაც იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ურჩევენ, პრეზიდენტის არჩევის წესსაც არ გადახედოს და კონსტიტუციაში დღეს მოქმედი რედაქცია დატოვოს.

პატიმრების შეწყალების საკითხი ისევ პრეზიდენტის განკარგულებით დარეგულირდება. პირველადი ვერსიით, მმართველი პარტია შეწყალების საკითხის კანონით დარეგულირებას აპირებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები