20 მაისი 2024,   06:18
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი ბაქოში სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოს მეხუთე საერთაშორისო ფორუმზე, რუსული ოკუპაციის შედეგებსა და მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედი და ყოფილი ლიდერის წინაშე გამოსვლისას, გიორგი მარგველაშვილმა ღიად განაცხადა, რომ არც 2008 წლის ომის და არც უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის გამო, რუსეთს სათანადო ფასი არ გადაუხდია.

რუსული აგრესიის შესაჩერებლად ევროპისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მკაცრ რეაგირებას ითხოვენ ლატვიისა და ლიტვის ყოფილი პრეზიდენტები.

რეგიონის სტაბილურობასა და პრობლემებზე ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა და ილხამ ალიევმა პირისპირ შეხვედრისას. აზერბაიჯანელ კოლეგასთან საქართველოს პრეზიდენტმა ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტებიც განიხილა, რომელთა წარმატებით დასრულებასაც ორივე ქვეყნის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

სავაჭრო ეკონომიკური და ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა და მონტენეგროს პრეზიდენტმა. უკვე ცნობილია, რომ ქვეყანასთან ერთად, რომელიც სულ მალე ნატოს წევრი გახდება, ერთობლივი ბიზნეს ფორუმები გაიმართება.

დღის ამბები