20 მაისი 2024,   01:54
ვრცლად
ომბუდსმენის ოფისი საქართველოში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ჩამოსვლას ელოდება

სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ჩამოსვლას ელოდება. წერილი ჯოზეფ კანატაჩის, რომელიც პირადი ცხოვრების უფლებების მიმართულებით მუშაობს, უკვე გაუგზავნეს.

ომბუდსმენის აპარატში გაეროს წარმომადგენლის მოწვევას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების გახშირებული შემთხვევებით ხსნიან. ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტად ასახელებენ ე.წ. მოსმენების ახალ კანონსაც.

გაეროს სპეციალური მომხსენებლისგან კრიტიკულ შეფასებას ელოდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კამპანიაში ეს შენ გეხება არიან ჩართული. მათი თქმით, გაეროს წარმომადგენელს მოსმენებთან დაკავშირებით მოქმედი რეგულაციები საქართველოში უკვე გაკრიტიკებული აქვს, ევროსაბჭოს ექსპერტის პოზიციიდან.

საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება კვლავ იყენებს ფარულ მოსმენებს პოლიტიკური მიზნებისთვის და ცდილობს, პირადი ცხოვრების გასჯაროებაზე ბერკეტების შენარჩუნებას. ამიტომ, გაეროს მომხსენებლის ვიზიტისგან ისინი ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას ელოდებიან.

გაეროს წარმომადგენელი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშსაც მოამზადებს და ხელისუფლებას რეკომენდაციებს წარუდგენს.

დღის ამბები