20 მაისი 2024,   05:30
ვრცლად
ისლანდიელი მულტი ინსტრუმენტალისტი და შემსრულებელი sóley​ თბილისში კონცერტს გამართავს

ისლანდიელი მულტი ინსტრუმენტალისტი და შემსრულებელი sóley​ თბილისში - სიმღერების ზღაპრული ჟღერადობით გამორჩეული კომპოზიტორი და მულტი ინსტრუმენტალისტი მომღერალი ქართველ მსმენელს პირველად შეხვდება.

sóley​-ის მუსიკალური კარიერა 2006 წლიდან დაიწყო. 2010 გამოშვებული პირველი სოლო ჩანაწერით კი, მელომანების და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალგაზრდა ავტორ შემსრულებელი, კომპოზიტორი და ტექსტების ავტორი პროფესიონალი პიანისტია.

კლასიკური განათლება მის შემოქმედებას გამორჩეულ თავისუფლებას და განსაკუთრებულ ჟღერადობას სძენს.

sóley​ თბილისში კონცერტს ევროპული ტურის ფარგლებში 26 მარტს,  PACEHALL-ში გამართავს.

დღის ამბები