20 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
ახლა შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე მეორე რეფერენდუმის დრო არ არის - ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ახლა შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე მეორე რეფერენდუმის დრო არ არის. ტერეზა მეის თქმით, ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი Brexit-ის პროცედურაზე უნდა გაკეთდეს.

პრემიერის შეფასებით, ვიდრე ბრიტანეთის ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობა განსაზღვრული არ არის, გამოკითხვის ჩატარება უსამართლობა იქნება.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის კანონპროექტი დღეს დედოფალმა დაამტკიცა, რაც ქვეყნის მთავრობას Brexit-თან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკების დაწყების საშუალებას აძლევს.

დღის ამბები