20 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
"ქალბატონი ელისო ცდილობს, თავისი პროფესიული საქმიანობა დააკავშიროს ოჯახის წევრის დაკავებასთან" - ზაქარია ქუცნაშვილი

ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ჟურნალისტის ელისო კილაძის შვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“მე ყოველთვის მეცოდება შვილ დაჭერილი ადამიანი, აქედან გამომდინარე ჩემი პასუხი იქნება ასეთი, რომ გააგრძელოს ჟურნალისტური გამოძიება, იყოს კრიტიკული და იყოს ობიექტური. ქალბატონი ელისო ცდილობს, რომ თავისი პროფესიული საქმიანობა დააკავშიროს ოჯახის წევრის დაკავებასთან. ჯერ სასამართლო არ ჩატარებულა, არავინ იცის ჩაიდინა მან დანაშაული თუ არა,“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.

დღის ამბები