20 მაისი 2024,   03:53
ვრცლად
„მოიტანეთ 6 შუქნიშნის და 3 მაღაზიის ვიტრინის და პოლიციის მანქანების გარდა სხვა ვანდალიზმის აქტები“ - ქუცნაშვილი ბათუმის მოვლენებზე

ქართული ოცნების წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ისაუბრა. ქუცნაშვილი ამბობს, რომ სამი ტიპის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა. მისი თქმით, ერთი არის ადმინისტრაციული ხასიათის, სისხლის სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

„რადგან ერთადერთი პოლიტიკური პარტია გამოიკვეთა, რომელიც სოლიდარული იყო მოძალადეების მიმართ, ეს ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის  ტვირთის ზიდვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ელექტორატი აჭარის რეგიონში მკვეთრად შემცირდება,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, დანაშაულის ჩადენაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება დამნაშავეს, ხოლო დანაშაულის აღკვეთაზე ხელისუფლებას.

ზაქარია ქუცნაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბათუმის ამბების გამომწვევი მიზეზი სუს-სა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა, პარლამენტის წევრი ამბობს, რომ გამოძიება ამას ნათელს მოჰფენს. თუმცა ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თეორიულ დონეზე არ გამორიცხავს, რომ დაბალი რანგის ჩინოვნიკებს შორის არის კონკურენცია, მაგრამ მღებრიშვილის და გომელაური დონეზე ამ დაძაბულობას გამორიცხავს.

ქუცნაშვილის თქმით, დადგინდებიან ის პირები, ვინც არა მარტო ვანდალიზმში, არამედ დანაშაული იღებდნენ მონაწილეობას.

ზაქარია ქუცნაშვილი, ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს.

ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა,“ - აცხადებს ქუცნაშვილი.

დეპუტატი ბათუმის აქციის დაშლას „ჰუმანური ფორმით ჩატარებულ ოპერაციას“ უწოდებს.

„მოიტანეთ 6 შუქნიშნის და 3 მაღაზიის ვიტრინის გარდა და პოლიციის მანქანების გარდა სხვა ვანდალიზმის აქტები,“ - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილი.

მან ასევე დაამატა, რომ „ფაქტის გაზვიადებაა“, როდესაც მრავლობით რიცხვში ამბობენ, „ბათუმის მთელი ქუჩები ცეცხლში იწვოდა.“ ქუცნაშვილის განმარტებით, მოვლენები მხოლოდ პოლიციის შენობის გარშემო ვითარდებოდა.

 

დღის ამბები