20 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
მე ვარ დაინტერესებული, რომ პოლიტიკური ძალები არ იყვნენ სოლიდარულები ვანდალებთან და ყაჩაღებთან - ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილი განსხვავებული აქცენტების ეთერში ბათუმის აქციის დროს ვანდალური ქმედებების ჩამდენების გასამართლებაზე საუბრობს. მისი თქმით, მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს ვერდიქტით ბათუმის აქციის არეულობის გამომწვევი მოქალაქეები უნდა დაისაჯონ.

„რა უნდა გითხრათ ახალი შინაგან საქმეთა მინისტრმა? რატომ არ დაარბია ხალხი, რატომ არ იძალადა მოძალადეებზე და ძალადობას ძალადობით არ უპასუხა?“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები არ უნდა იყვნენ სოლიდარულები ვანდალიზმის მიმართ და ხელისუფლებამ დროულად უნდა აღკვეთოს მსგავსი ქმედებები.

„მე ვარ დაინტერესებული ერთი რამით, რომ პოლიტიკური ძალები არ იყვნენ სოლიდარულები ვანდალებთან და ყაჩაღებთან, მეორე, ხელისუფლებამ დროულად აღკვეთოს დანაშაული და მესამე, დანაშაულის აღკვეთისას ძალის პროპორციულ გამოყენებას ჰქონდეს ადგილი,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

დღის ამბები