20 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
„გთხოვთ წარმოადგინოთ, რომ ქიბარ ხალვაშს ერთი ლარი მიანც გადავუხადეთ“ - ზაქარია ქუცნაშვილი

ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქუცნაშვილი რუსთავი 2-ის შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საუბრობს.

„იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგი მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა, ეს უკვე არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ რუსთავი 2-ის ადვოკატებმა მოითხოვონ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვა. სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ ის მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლოებმა დაარღვიეს რომელიმე მხარის უფლება, ეს არის საქმის გადასინჯვის მოთხოვნის უფლება.“

ქუცნაშვილი, ვიცე პრემიერის, ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ, სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ ჯეჯელავას განცხადება საზოგადოებამ სხვანაირად აღიქვა.

ქუცნაშვილი სტრასბურგის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ „ეს მისი ნება იყო.“

ქუცნაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აქვს რუსთავი 2-ის საქმეში ინტერესები.

„არავის უნდა რუსთავი 2. თქვენ შეხვედით ველში, რა ველიდანაც არ გინდათ, ხალხს რომ უთხრათ სიმართლე,“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქიბარ ხალვაშს სახელმწიფომ თუნდაც ერთი ლარი გადაუხადა.

„გთხოვთ წარმოადგინოთ, რომ ქიბარ ხალვაშს ერთი ლარი მიანც გადავუხადეთ,“ - აცხადებს ქუცნაშვილი. 

დღის ამბები